loader

საპროტესტო მსვლელობა - „არა რუსულ არჩევნებს“, პარლამენტთან მივიდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპროტესტო მსვლელობა - „არა რუსულ არჩევნებს“, პარლამენტთან მივიდა - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„არა რუსულ არჩევნებს“- საპროტესტო მსვლელობა, რომელიც ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კირპუსიდან დაიწყო, საქართველოს პარლამენტთან მივიდა.

პოლიტიკური ოპიზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქციაზე დაკავებული პატიმრების დედები და სხვა მოქალაქეები თავდაპირველად თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა გამართეს პარლამენტისკან.

მათი განცხადებით, ისინი დღევანდელი აქციით უარს უცხადებენ 4 იქტომებრს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ „აღნიშნული არჩევნები არის რუსული სპეცოპარაცია და ასევე არის არალეგიტიმური”. მათივე თქმით, მთავარი მოთხოვნა ამ დრომდე უცვლელია - დაინიშნოს ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები.

აქციას შეურდთა მოძრაობა „მთა თავისუფლებისთვის”.

მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.