loader

"ნუ იხსნები, ლაშა... მენტალურად უკვე გატეხილია" - ლაშა გურულის სრული დომინაცია, მორიგი გამარჯვება: რა უთხრა მას ალექსანდრე თოფურიამ და რა მოხდა უემბლიზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ იხსნები, ლაშა... მენტალურად უკვე გატეხილია" - ლაშა გურულის სრული დომინაცია, მორიგი გამარჯვება: რა უთხრა მას ალექსანდრე თოფურიამ და რა მოხდა უემბლიზე

ქარ­თველ­მა მოკ­რი­ვემ ლაშა გუ­რულ­მა ლონ­დონ­ში, ლე­გენ­და­რულ უემბლის სტა­დი­ონ­ზე ბრი­ტა­ნე­ლი ჯე­იმს ფრენ­ცი­სი და­ა­მარ­ცხა.

ბრძო­ლა ოთხი რა­უნ­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ლაშა მე­ტო­ქეს უმ­ძი­მეს დარ­ტყმებს აყე­ნებ­და, სა­პა­სუ­ხოდ კი ფრენ­ცი­სი ვე­რა­ფერს ახერ­ხებ­და. მე­ო­თხე რა­უნ­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნე­ლი მებ­რძო­ლი და­ნებ­და და ლა­შამ ზე­დი­ზედ მე­ო­რე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­რუ­ლის კუ­თხე­ში UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, ალექ­სან­დრე თო­ფუ­რია გახ­ლდათ.მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბიც, სა­დაც ის­მო­და, თუ რა მი­თი­თე­ბებს აძ­ლევ­და ალექ­სან­დრე ლა­შას.

"ერთი წუ­თია გა­სუ­ლი, ლაშა. კაი ბიჭი ხარ, ნუ იხ­სნე­ბი, ლაშა, მენ­ტა­ლუ­რად უკვე გა­ტე­ხი­ლია", - ეუბ­ნე­ბა თო­ფუ­რია ქარ­თველ მოკ­რი­ვეს.

ლა­შას ან­გა­რიშ­ზე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კრივ­ში 2 ბრძო­ლი­დან 2 გა­მარ­ჯვე­ბაა, შე­გახ­სე­ნებთ, გუ­რულ­მა კრივ­ში პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ორ­თაბ­რძო­ლა 16 მარტს, ქა­ლაქ რუს­თავ­ში გა­მარ­თა, სა­დაც ექ­ვსრა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში ლაშა გუ­რულ­მა გა­ნელ მოკ­რი­ვე ბერ­ნარდ აბე­ის სძლია. განაგრძეთ კითხვა