loader

უმძიმესი ავარია ხაშურში - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარია ხაშურში - არის მსხვერპლი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივებმა “მოზაიკას” უთხრეს, მამაკაცი გზის ნაპირზე მიდიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. გარდაცვლილი სოფელ გომის მცხოვრები იყო.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.