"ზურა გირჩი ჯაფარიძესავით შარვალჩახდილი უნდა დამდგარიყო ამ მანქანის წინ…” - რას წერს ნინო წილოსანი დიპლომატ გიორგი წიქარიშვილზე, რომელსაც 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდა
"მე მაინც ვფიქრობ, ზურა გირჩი ჯაფარიძესავით შარვალჩახდილი უნდა დამდგარიყო ამ მანქანის წინ. რეალურად კი, ასეთი აბსურდული და სასაცილოდ პათეტიკურია ამათი ბრძოლა ოკუპაციასთან.. მაშინ, როცა ქვეყნის არევით და ომში ჩართვით სწორედ რუსულ საქმეს აკეთებენ, საკუთარ კლასტერს, ასეთი იაფფასიანი სცენებით კვებავენ !! " - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში და დიპლომატ გიორგი წიქარიშვილის ფოტოს აზიარებს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რუსთველი გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებული გიორგი წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი წიქარიშვილის რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი წიქარიშვილი, 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.