loader

"ცოდვების არ ეშინიათ? აგერ იქ მიწევს ჩემი შვილი, საფლავი მაქვს აქ თორემ საქართველოში ერთი დღეც არ გავჩერდებოდი, იმიტომ რომ უკვე მძულს აქაურობა" - მოქალაქე სამგორში უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოდვების არ ეშინიათ? აგერ იქ მიწევს ჩემი შვილი, საფლავი მაქვს აქ თორემ საქართველოში ერთი დღეც არ გავჩერდებოდი, იმიტომ რომ უკვე მძულს აქაურობა" - მოქალაქე სამგორში უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟზე

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. შედეგად გამოთავისუფლდება საერთო ჯამში 14 ჰექტარზე მეტი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწა.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: "TV პირველი"