loader

ვრცელდება უმძიმესი კადრები "ბოლო ზარიდან," მოსწავლეები "სელფს" იღებდნენ, როცა აივანი ჩაინგრა და 9 მოზარდი სიმაღლიდან ჩამოვარდა - "17 წლის წლის ეკა­ტე­რი­ნემ თა­ვის არე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო" (რუსეთი) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი კადრები "ბოლო ზარიდან," მოსწავლეები "სელფს" იღებდნენ, როცა აივანი ჩაინგრა და 9 მოზარდი სიმაღლიდან ჩამოვარდა - "17 წლის წლის ეკა­ტე­რი­ნემ თა­ვის არე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო" (რუსეთი)

სე­ვას­ტო­პო­ლის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მძი­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და. სელ­ფის გა­და­ღე­ბის დროს მე­ო­რე სარ­თუ­ლის აი­ვა­ნი ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნენ.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, შემ­თხვე­ვის დროს აი­ვან­ზე 9 მო­ზარ­დი (6 ბიჭი და 3 გო­გო­ნა) იმ­ყო­ფე­ბო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბოლო ზარ­ზე ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­მა აი­ვან­ზე ხტო­მა და­ი­წყეს, რა­მაც კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია.ყვე­ლა მო­ზარ­დმა სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, მათ შო­რის აღე­ნიშ­ნე­ბათ ყბის, მენ­ჯი­სა და ლა­ვი­წის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ერთ-ერთი გო­გო­ნას, 17 წლის ეკა­ტე­რი­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­მაც ვარ­დნი­სას თა­ვის არე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო და გო­ნე­ბა და­კარ­გა.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ შე­ნო­ბას ახ­ლა­ხან ჩა­უ­ტარ­და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2020 წელს სკო­ლის კა­პი­ტა­ლურ რე­მონტზე და­ახ­ლო­ე­ბით 3.8 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­ი­ხარ­ჯა. 2024 წელს შე­ნო­ბა კვლავ გა­ნახ­ლდა – შე­იც­ვა­ლა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, კარ-ფან­ჯრე­ბი და შე­კეთ­და ფა­სა­დი.

რა­ტომ ვერ გა­უძ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ამ დატ­ვირ­თვას, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ფაქ­ტზე უკვე აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რი, პრო­ცესს კი პრო­კუ­რა­ტუ­რა აკონ­ტრო­ლებს.