აიდა ნიკოლაიჩუკი - უკრაინული X Factor-ის გამარჯვებული
5 იანვარს უკრაინული X Factor-ის მესამე სეზონის ფინალი გაიმართა, სადაც ჟიურის წევრ იგორ კონდრატიუკის ორი კონკურსანტი, ევგენი ლიტვინკოვიჩი და აიდა ნიკოლაიჩუკი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, მაყურებლის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად 30 წლის მომღერალი აიდა ნიკოლაიჩუკი დასახელდა.