loader

26 მაისს ამერიკული FBI ჩვენს შსს-ში იჯდა და მიტინგის დაშლას თვალს ადევნებდა - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

26 მაისს ამერიკული FBI ჩვენს შსს-ში იჯდა და მიტინგის დაშლას თვალს ადევნებდა - მიხეილ სააკაშვილი

26 მაისს ამერიკული FBI-ს ჯგუფი იჯდა აქ, ჩვენს შსს-ში, მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს ადევნებდა თვალს მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე. სააკაშვილმა მიტინგების დაშლის თვალსაზრისით უცხოური ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დიქტატურაა, მიტინგებამდე საქმე არ მიდის. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ციხეები, პატიმრები და პოლიცია გამოიყენეს საბაბად "დიდი ისტორიული, ფუნდამენტური რეფორმების წინააღმდეგ".

პრეზიდენტის თქმით, ისტორია გრძელდება, საქართველოში დაგროვდება გამოცდილება, რომელიც ყველას მიახვედრებს, საით მიდიოდა ქვეყანა.

სტუდენტებსა და ექსპერტებთან შეხვედრის ამსახველი კადრები პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.