სოფო შევარდნაძე და თინა კანდელაკი ოლიმპიური ჩირაღდნებით პეტერბურგში
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ მოსკოვიდან პეტერბურგში გადაინაცვლა, სადაც მეჩირაღდნეებს შორის ორი ტელეწამყვანი - თინა კანდელაკი და სოფო შევარდნაძე - გამოჩნდა. რუსეთში ცნობილი ქართველი ტელევარსკვლავები აღტაცებით უყვებოდნენ ჟურნალისტებს თავიანთ შთაბეჭდილებებზე.
იქამდე, კანდელაკი "ფეისბუქში" სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა.
"საქართველოში ზოგიერთი ძალის განზრახვა, ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებს - პირველ რიგში, ქართველ სპორტსმენებზე დარტყმაა. მართალია, ზამთრის სპორტის სახეობებში საქართველოს ნაკრები ძალიან მცირეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მოგონილი მოტივების გამო სპორტსმენებს და მთელ ქვეყანას ეს ზეიმი უნდა წაართვან. ქართველ სპორტსმენებს რუსეთში ნამდვილად ელოდებიან და დარწმუნებული ვარ, რუსეთი და საქართველო მეგობრულად იცხოვრებენ", - წერს ტელეწამყვანი და აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ოლიმპიური ჩირაღდანი უჭირავს და აცვია მაისური წარწერით: "საქართპელო - რუსეთი". როგორც ჩანს, თინას ქართული წერაც ისე ცუდად ახსოვს, როგორც საუბარი.
იხილეთ ინგლისურად
ასევე იხილეთ:
თინა კანდელაკმა გალაკტიონის "უსიყვარულოდ" ქართულად წაიკითხა
სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე 2008 წლის ომის "გმირი" რუსი მფრინავია
სოსო პავლიაშვილი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნეა
თინა კანდელაკს "პოლიტიკური პრასტიტუტკა" უწოდეს