ცნობილი ჟურნალისტები და 6 შვილის მშობლები - დაჩი გრძელიშვილი და ირმა იანტბელიძე სიყვარულსა და ოჯახზე
რამდენი "გემიც" არ უნდა ჩაიძიროს, ჩვენი "ზღვა" მაინც ადგილზე იქნება, - ფიგურალურად ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სიყვარულისა და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრების თემას ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემაში "სტუმრად მარიკა დარჩიასთან". გადაცემის წამყვანმა ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილ გადაცემაში ცნობილი ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი მეუღლესთან, ჟურნალ "გემრიელის" მთავარ რედაქტორ ირმა იანტბელიძესთან ერთად მიიწვია. გარდა იმისა, რომ აქტიური პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობით არიან დაკავებული, ცნობილი წყვილი 6 შვილს ზრდის. მათ საზოგადოებას საკუთარი სიყვარულის ისტორიისა და საინტერესო ოჯახური ცხოვრების შესახებ უამბეს.
იხილეთ გადაცემა "სტუმრად მარიკა დარჩიასთან" სრულად
იხილეთ გადაცემა "სტუმრად მარიკა დარჩიასთან" სრულად