loader

მთვრალი ემი უაინჰაუსი სცენაზე წაიქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვრალი ემი უაინჰაუსი სცენაზე წაიქცა

ცნობილი ბრიტანელი მომღერლის ემი უაინჰაუსის კონცერტი ბელგრადში, რომელსაც 20 ათასამდე მსმენელი ესწრებოდა, სკანდალით დასრულდა.

20 ათასამდე თაყვანისმცემელი უაინჰაუსს აპლოდისმენტებით შეხვდა, მაგრამ სულ მალე ნათელი გახდა, რომ ვარსკვლავი ნასვამი იყო და არააადეკვატურად იქცეოდა.

გაზეთ "ბლიცის" ინფორმაციით, ემი უაიჰაუსი ბელგრადის ნაცვლად, ჯერ ათენს მიესალმა, მოგვიანებით კი ნიუ-იორკს. ემის სცენაზე დასეირნობდა, რამდენჯერმე ფეხიც დაუცდა, მუსიკოსებს რაღაცაზე ესაუბრებოდა და როდესაც სიმღერას იწყებდა, ტექსტი ავიწყდებოდა.

უაინჰაუსმა სცენაზე ზუსტად 1 საათი და 11 წუთი ისეირნა ისე, რომ 1 სიმღერაც არ შეუსრულებია. ემი წაიქცა კიდეც და კულისებში შევიდა, თუმცა 10 წუთში კვლავ გაოგნებულ პუბლიკას დაუბრუნდა, რომელმაც ის სტვენით აიკლო.

უაინჰაუსს ცნობილი ჰიტების შესრულება სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

საინფორმაციო სააგენტო "ტანიუგის" ცნობით, სპეციალურმა სტუმრებმა, მათ შორის აშშ-ის ელჩმა სერბეთში მერი უორლიკმა კონცერტი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს. ემის შემდეგ სცენაზე მუსიკოსი მობი ავიდა, რომელსაც საზოგადოება ოვაციებით შეეგება და ასევე გააცილა.

ემი უაინჰაუსი ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულების განსაკურნად სარეაბილიტაციო კლინიკაში ხშირად მკურნალობს, მაგრამ როგორც ჩანს, უშედეგოდ.


ამბები.გე