სამარშრუტო ტაქსების მძოლებისთვის ხელშეკრულების პირობები მისაღები არ არის
სამარშუტო ტაქსების მძღოლებმა, რომლებსაც კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებებზე ხელი არ მოუწერიათ, დახმარებისთვის “რესპუბლიკელ” თინა ხიდაშელს მიმართეს. თინა ხიდაშელმა ხელშეკრულების პირობები დღეს საზოგადოებას ბრიფინგზე გააცნო.
თინა ხიდაშელის განცხადებებს კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” გენერალური დირექტორი დავით ასანიძე გამოეხმაურა. ასანიძემ აღნიშნა, რომ ყველა სახის გადასახადის დაფარვის შემდეგაც მძღოლებს ყოველდღიურად ხელზე 40 ლარი დარჩებათ.
კომპანიის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პირობებზე ხელი უკვე მოაწერეს #4 სამარშრუტო ხაზის მძღოლებმა. ისინი აცხადებენ, რომ ხელშეკრულებებში არის მუხლები, რომლებიც მათთვის მისაღები არ არის.
2011 წლის ფორდის მარკის სამარშუტო ტაქსები #4 სამარშუტო ხაზის გარდა ორშაბათიდან თანდათან სხვა ხაზებზეც გამოჩნდება.
კომენტარები:
თინა ხიდაშელი _ “რესპუბლიკური პარტია”
დავით ასანიძე - კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი
მძღოლები