loader

რას სწერდა ერეკლე II ლაშქრობიდან თავის 5 წლის ქალიშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას სწერდა ერეკლე II ლაშქრობიდან თავის 5 წლის ქალიშვილს

მეფე ერეკლე მეორემ ლაშქრობიდან 5 წლის ქალიშვილს, თეკლას წერილი მისწერა. მეფეს შვილის გასახარად წერილი ყველა სამეფო ბეჭდით დაუბეჭდავს. სწორედ ამან შემოგვინახა ხუთენოვანი ბეჭედი ლეგენდით "ერეკლე" ქართულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ და სპარსულ ენებზე.

ერეკლე მეორემ 1749 წელს ცოლად დარეჯან დადიანი შეირთო. ეს მისი მესამე ქორწინება იყო. თეკლე ბატონიშვილი მათი საერთო შვილი იყო. საერთო ჯამში, ქართლ-კახეთის მეფეს 19 შვილი ჰყოლია.


ავტორი: ეკა მელიქიძე

მონტაჟი: გიორგი კუსიანი