loader

"პატრულს სთხოვდა, წამალი დამალევინეთო, რაზეც უარი უთხრეს" - 4 შვილის მამის დაღუპვაში ოჯახი და ახლობლები პოლიციას ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრულს სთხოვდა, წამალი დამალევინეთო, რაზეც უარი უთხრეს" - 4 შვილის მამის დაღუპვაში ოჯახი და ახლობლები პოლიციას ადანაშაულებენ

61 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახი და მოქალაქეები საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს. ბათუმში ალექსანდრე ლეონიძე შეუძლოდ სამართალდამცველების დევნის ოპერაციის დროს გახდა. ნათესავების მტკიცებით, ის პოლიციას სთხოვდა, წამლის მიღების უფლება მიეცათ, რაზეც პატრულ-ინსპექტორებმა უარი უთხრეს, ამის შემდეგ ალექსანდრე ლეონიძე გარდაიცვალა. ოჯახი პოლიციელების დასჯას ითხოვს. მომხდარღან დაკავშირებით, ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე მოქალაქეების საპროტესტო აქციაც გაიმართა, მათ გზაც გადაკეტეს. მათი თქმით, მამაკაცი ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა შემოწმების მიზნით გააჩერა, მძღოლი კი სამართალდამცავებს სთხოვდა გაშვებას, რადგან შეუძლოდ იყო. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცი სამართალდამცველებისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დროს დაიღუპა. შსს-ში კი აცხადებენ, რომ პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს,რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო. დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაწყებულია გამოძიება, პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.