loader

3 ლოკაცია თბილისში, სადაც დღეიდან სიჩქარის დასაშვები ზღვარი განისაზღვრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 ლოკაცია თბილისში, სადაც დღეიდან სიჩქარის დასაშვები ზღვარი განისაზღვრა

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისში დღეიდან 3 ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეს სექციებია: კახეთის გზატკეცილზე, "ისთ ფოინთიდან" მ. გრიგორაშვილის ქუჩამდე, გრიგორაშვილის ქუჩიდან "ისთ ფოინთამდე" ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ევროპის ქუჩის დასასრულამდე. ხუდადოვის ქუჩის N-99-დან - ნ. ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე. ასევე ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან, მოედნიდან - ნ. ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე. შსს-ს ცნობით, სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება. დედაქალაქის მასშტაბით კი, ჯამურად, სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს.