loader

შსს-მ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომელი და თარჯიმანი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე, "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშრომელი და თარჯიმანი დააკავა

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის და ოპერატორის ცემის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ორივე პირი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. უწყების ცნობით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.



ასევე დაგაინტერესებთ: "ხელი, ნახე, რა მიქნეს" - "კურიერის" ჟურნალისტს, ეკა გაგუას და ოპერატორს, ლევან კალანდიას სცემეს