loader

"რა აგრესიულია!" - როგორ უპასუხა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა აგრესიულია!" - როგორ უპასუხა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ერთადერთი, რაც საგამოძიებო ორგანოს შენობის დატოვების შემდეგ ჯაფარიძემ დაადასტურა, არის ის, რომ მას მართლაც ჰქონდა შეხვედრა მირზა სუბელიანთან.

კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იმყოფებოდა ის პენიტენციურ დაწესებულებაში, აქვს თუ არა მართლაც სუბელიანს რამე მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება მან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ჯაფარიძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და პროკურატურის ცენტრალური შესასვლელი ავტომობილით დატოვა.

ავტორი: ნიკა საჯაია

ასევე იხილეთ: ბორის კაკუბავა და ეკა ბესელია პროკურატურაში იმყოფებოდნენ, კაკუბავა ჟურნალისტების დანახვამ გააღიზიანა: "რატომ ძალადობთ? დამანებეთ თავი!"