loader

"მწამებლების და მოძალადეების სახე ხართ თქვენ... დაატოვებინეთ დარბაზი" - ცხარე კამათი ეკა ბესელიასა და სალომე სამადაშვილს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მწამებლების და მოძალადეების სახე ხართ თქვენ... დაატოვებინეთ დარბაზი" - ცხარე კამათი ეკა ბესელიასა და სალომე სამადაშვილს შორის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

ცხარე დებატები დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე სამადაშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე "ქართული ოცნების" მისამართით კრიტიკული განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ სუბელიანსა და ფარცხალაძეს ხელისუფლების წარმომადგენლები მძევლად ჰყავთ აყვანილი.

ეკა ბესელიამ სამადაშვილს თავდაპირველად მოუწოდა, დამორჩილებოდა რეგლამენტს. ამასთან, მან სალომე სამადაშვილს საპასუხო პოლიტიკური ბრალდებებით მიმართა.