loader

სესხების გაცემის ვადები იცვლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სესხების გაცემის ვადები იცვლება

"ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ" ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დებულების თანახმად, სესხების გაცემის ვადები იცვლება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხზე - 10 წელი წესდება, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში - 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად - 4 წელია განსაზღვრული.

აღნიშნული რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.


ასევე დაგაინტერესებთ: ცვლილებები, რომლებიც სესხის გაცემისა და დაფარვის წესში შედის - რა ვალდებულებები ეკისრებათ ბანკებს 1-ლი ნოემბრიდან?