loader

"გირჩი" "დედაენის ბაღში" კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას გეგმავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გირჩი" "დედაენის ბაღში" კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის გამართვას გეგმავს

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" , დღეს, "დედაენის" ბაღში, კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს, მათ შორის უცხოელ ტურისტებს მარიხუანას შეძენის საშუალება მიეცემათ.

"იქნება აბსოლუტურად ცივილური აქცია, სადაც მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებსაც მარიხუანას ლეგალიზების ეშინიათ, შეუძლიათ, მოვიდნენ, დააკვირდნენ, ნახონ და მე დარწმუნებული ვარ, საფრთხეების ის ნაწილი, რომელიც წარმოუდგენიათ, უბრალოდ, მათ თვალწინ გაქრება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე იყოს და ჩვენზე ილაპარაკოს უცხოურმა პრესამ დადებითი კონტექსტით. მე მგონია, რომ მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ განვსხვავდებით", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.ამასთან, მისი თქმით, ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მთლიანად გირჩი იღებს.