loader

კადრები რუსთავი-თბილისის მაგისტრალიდან, სადაც ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა, 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები რუსთავი-თბილისის მაგისტრალიდან, სადაც ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა, 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა.
ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა. მათ შორის არის სამგზავრო მიკროავტობუსი.

როგორც "ინფო რუსთავთან" მიკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილმა გადაასწრო, გადავიდა გზის საპირისპირო მიმართულებაზე და ტაქსის, "მერსედესის" მარკის ავტომობილს დაეჯახა. "მერსედესის" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა მგზავრი, 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 63 წლის მამაკაცი დაშავდა და მისი გადაყვანა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანზე მოძრაობა შეზღუდულია.

წყარო