loader

რა გახდა ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა ხარაგაულში რკინიგზის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების მიზეზი

ხარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა - ამის შესახებ განცხადება პროფკავშირების წარმომადგენელმა სოფელ ზვარეში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.

ინციდენტი მშენებლობაზე გუშინ მოხდა. თანამშრომლების ინფორმაციით, ერთ-ერთ მძღოლს თავდაღმართზე მიმავალი მანქანა დაუგორდა და მეორე სატვირთოს დაეჯახა. შემთხვევას ერთი მუშა ემსხვერპლა. შსს-მ კი გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.