loader

დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი

"ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან ზეწოლა", - ეს მცირე კომენტარი ზაზა სარალიძემ საავადმყოფოში მიყვანის დროს გააკეთა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მასთან ერთად იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე.

ზაზა სარალიძის თქმით, მის მიმართ პოლიციელებმა ზეწოლა განახორციელეს. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება. შსს-ში ყოფნის დროს დავით სარალიძის მამა შეუძლოდ გახდა. მას მაღალი შაქარი ჰქონდა.

შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.



ასევე დაგაინტერესებთ: ზაზა სარალიძე დაკავებულია - კადრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სარალიძე პოლიციელს ჯოხს ურტყამს

პოლიცია 50 დღე ცდილობდა, რომ ზაზა პროვოკაციაზე წამოეგო და ეს დღეს მოახერხა - ზაზა სარალიძის დედა