loader

კადრები უმონტაჟოდ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციიდან, სადაც მის გათავისუფლებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები უმონტაჟოდ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციიდან, სადაც მის გათავისუფლებას ითხოვენ

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ზაზა სარალიძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაში მონაწილეობას ზაზა სარალიძის მხარდამჭერები, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.

აქციას შეუერთდა „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეც. მათ მიტანილი აქვთ ტრანსფარანტები, წარწერით: სისტემა ყარს, FREE ZAZA, შემდეგი იქნები შენ და ა.შ. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება როგორც ზაზა სარალიძესთან ერთად, ისე მის გარეშეც. მანვე საზოგადოებას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.