loader

"ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს" - მამუკა ბახტაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხმა მივეცი საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს" - მამუკა ბახტაძე

მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხმა მისცა განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან.

„დღეს ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს.

მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს; განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა რესპუბლიკამ აირჩია 100 წლის უკან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი დიდუბის ოლქში დააფიქსირა.

ასევე იხილეთ -  "შსს სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში" - გიორგი გახარია

საარჩევნო უბნები გახსნილია - ამომრჩეველს ხმის მიცემა უკვე შეუძლია

"ეს ყველაფერი სამარცხვინოა, დღეს დამთავრდება ამათი პარპაში" - ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

გიორგი ვაშაძემ თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილთან ერთად დააფიქსირა.