loader

რუსთავში ძლიერი ხანძარია! - იწვის ე.წ. სტამბოლის ბაზრობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში ძლიერი ხანძარია! - იწვის ე.წ. სტამბოლის ბაზრობა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე 12 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ წუთებში რუსთავში 5 ეკიპაჟი თბილისიდან მიემართება. ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დამწვარია 800-900 კვადრატული მეტრი ფართობი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს უკიდია. მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, დამატებითი ძალები თბილისიდან მიემართებიან. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არავინ არის.

დაუზუსტებელია ხანძრის გავრცელების არეალი. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პირდაპირ ეთერს ადგილიდან Info rustavi ახორციელებს.

ასევე იხილეთ: ყველაზე დრამატული კადრები რუსთავის ხანძრიდან - რა ხდება "სტამბოლის ბაზრობაზე"