loader

"გაგანგრევ ახლა" - ქართველი მამაკაცის დაკავების კადრები, რომელიც პოლონეთში 28 წლის ქალის მკვლელობასა და გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაგანგრევ ახლა" - ქართველი მამაკაცის დაკავების კადრები, რომელიც პოლონეთში 28 წლის ქალის მკვლელობასა და გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი

28 წლის პოლონელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე პოლონეთის პოლიცია ავრცელებს. ეჭვმიტანილის დაკავება დღეს მოხდა.

"დაკავება შესაძლებელი გახდა უკრაინის პოლიციასთან სამაგალითო თანამშრომლობის, უკრაინაში საქართველოსა და პოლონეთის სამოკავშირეო ოფიცრის მხარდაჭერისა და ინტერპოლის სათავო ოფისის თანამშრომლობის მეშვეობით", - ნათქვამია პოლონეთის პოლიციის განცხადებაში.

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის მკვლელობაში ადგილობრივი პროკურატურა 39 წლის მამუკა ხეცურიანს ადანაშაულებს.

"ქალი ნაცემია და გაუპატიურებული. სიკვდილი ყელის არეში ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია", - აცხადებს ლოძის პროკურორი კშიშტოფ კოპანია.

პოლონური მედია წერდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხეცურიანმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.