loader

ახალქალაქში ინციდენტისას დაშავებულებს ექიმები კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალქალაქში ინციდენტისას დაშავებულებს ექიმები კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს

ახალქალაქიდან გადმოყვანილი 4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები მათ უკვე კლინიკის დატოვების რეკომენდაციას აძლევენ. ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ კვლევებით რაიმე ტიპის გართულებას ადგილი არ აქვს. ჟურნალისტების კითხვაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს აქვთ მრავლობითი ჭრილობები, დაჟეჟილობები, თავბრუსხვევა, თვალს ვერ ახელენ და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტებს ჩივილები არ აქვთ. მომხადრს ეხმაურება შს მინისტრიც.
გიორგი გახარიას ინფორმაციით, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი ორივე მხარეს წარედგინება. პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ახალქალაქში მათი ოთხი აქტივისტი სცემეს. მათივე განცხადებით, საარჩევნო შტაბს თავს დაესხა ჯგუფი, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის ხელმძღვანელობით.