loader

გორში მოკლული 8 წლის გოგონას მამას მოძღვარმა შეხვედრა სთხოვა - ოჯახის ახლობლები ბრალდებულის გადაცემას და ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში მოკლული 8 წლის გოგონას მამას მოძღვარმა შეხვედრა სთხოვა - ოჯახის ახლობლები ბრალდებულის გადაცემას და ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ

მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლების საპროტესტო აქცია გორის ცენტრალურ მოედანზე დასრულდა. მოკლული გოგონას მამამ, მიხეილ ბერიაშვილმა შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დაშლისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, დაუკავშირდნენ სასულიერო პირები და შეხვედრა სთხოვეს. აქედან გამომდინარე ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მოკლული გოგონას მამა საპროტესტო აქციის გაგრძელებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. რაც შეეხება მოთხოვნას, მისი თქმით, მოთხოვა უცვლელია და ნანა ბერიაშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები ბრალდებულის გადაცემას და ლინჩის წესით დასჯას ითხოვენ.

გორში მოკლული გოგონას ოჯახის ოჯახის ადვოკატი დღეს საქმის მასალებს გაეცნო, მათ შორის იმ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ბრალდებულის მხრიდან გოგონასთან მკვლელობამდე ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ადასტურებს.

ავტორი: ია თინიკაშვილი

ასევე იხილეთ: "ქართველებო, გამოდით! პედოფილებს გარეთ რა უნდათ?!" - გორში სასტიკად მოკლული გოგონას ბაბუა საპროტესტო აქციაზე

კადრები გორის მდუმარე აქციიდან - რას ითხოვს მოკლული 8 წლის გოგონას მამა