loader

კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე 5 წლის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა - რა კომენტარი გააკეთა მან პარტიის ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კასპის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე 5 წლის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა - რა კომენტარი გააკეთა მან პარტიის ოფისთან

კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა.

იაძე ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის ლიდერები რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელებსა და მუნიციპალიტეტების მერებს ხვდებიან.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფება მმართველი გუნდის ყოფილი წევრი "ქართული ოცნების" შეხვედრაზე, იაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მუშაობს.

"აქ ვმუშაობ. რა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიყო. ვმუშაობ სპორტის მიმართულებით" - ამბობს იაძე.

ოლეგ იაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა.