loader

გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი - კობა დავითაშვილი პაატა ბურჭულაძეს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი - კობა დავითაშვილი პაატა ბურჭულაძეს მიმართავს

გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი, - ასე მიმართა კობა დავითაშვილმა ფონდ "იავნანას" დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს. საქალაქო სასამართლო განიხილავს პაატა ბურჭულაძის სარჩელს, რომელიც შეეხება კობა დავითაშვილის განცხადებას.

კერძოდ, ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს. კობა დავითაშვილის თქმით, ის დაადასტურებს პაატა ბურჭულაძის დანაშაულებრივ ქმედებებს. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმაც. მისი თქმით, დავითაშვილმა ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს.