loader

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ატოცთან მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ატოცთან მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს.

დღეს დილით აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა სატვირთო ავტომანქანებით მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს.

ადგილზე ვითარების გასაცნობად, სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ჩავიდნენ. ვიდეოს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.