loader

რუსთავში მამაკაცი პედოფილი ეგონათ და ფიზიკურად გაუსწორდნენ: სავარაუდო ეჭვმიტანილს ჩასაფრება მოუწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მამაკაცი პედოფილი ეგონათ და ფიზიკურად გაუსწორდნენ: სავარაუდო ეჭვმიტანილს ჩასაფრება მოუწყვეს

რუსთავში მამაკაცი პედოფილი ეგონათ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ჭყონდიდელის დასახლებაში მაშინ მოხდა, როდესაც 60 წლამდე მამაკაცი 15 წლის გოგონას ადევნებასა და თვალთვალში შეამჩნიეს. ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილს ჩასაფრება მოუწყვეს, ხოლო როდესაც მამაკაცმა გოგონასთან დაახლოება სცადა, გადაწყვიტეს, რომ მას ფიზიკურად გასწორებოდნენ. 60 წლამდე მამაკაცი გაიქცა, მოსახლეობას კი დამნაშავე სხვა მამაკაცში შეეშალა და სცემა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნაცემი მამაკაცი დამნაშავე არ ყოფილა, ეჭვმიტანილმა კი შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და მიიმალა.

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ძალიან შეშინებულები არიან, ბავშვებს არათუ საღამოს საათებში, დღის საათებშიც კი ვერ უშვებენ დამოუკიდებლად გარეთ.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.


წყარო: inforustavi.ge