loader

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის გათავისუფლების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის გათავისუფლების კადრები

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. წინა სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და ნაცვლად მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედებისა, ამჟამად მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე. ​