loader

"ნახონ სხვა ადგილი და აქციაც იქ გამართონ" - კახა კალაძის პასუხი სარალიძეს და მაჩალიკაშვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნახონ სხვა ადგილი და აქციაც იქ გამართონ" - კახა კალაძის პასუხი სარალიძეს და მაჩალიკაშვილს

"ნახონ სხვა ადგილი და აქციაც იქ გამართონ" - ასეთია თბილისის მერის პასუხი შვილმოკლული მამებისადმი. კახა კალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ, დედაქალაქის მერია მათ კანონის ფარგლებში გასცემს პასუხს. დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ 7 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს და მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

შვილმოკლული მამები კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობენ, რომ თბილისის მერიისგან წერილი მიიღეს, რომ უნდა შეცვალონ ლოკაციის ადგილი, რადგან პარლამენტის წინ ნაძვის ხის დადგმა იგეგმება. ცნობისთვის, შვილმოკლული მამები სამართლიანობის აღდგენისა და მათი შვილების მკვლელების დასჯის მოთხოვნით პარლამენტთან აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მუდმივად მართავენ.



ასევე დაგაინტერესებთ: "მერიისგან მივიღე წერილი, რომ 7 დეკემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას" - სარალიძისა და მაჩალიკაშვილის განცხადება