loader

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი რუსთაველის გამზირიდან, სადაც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" აქციის მონაწილეებმა სამი კარვის გაშლა მოახერხეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლით შეეცდებიან შვილმკვდარი მამების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ და კონსტიტუციური უფლება დაიცვან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც პარლამენტის წინ იმყოფება, აცხადებს, რომ არ არსებობს კანონის ნორმა, რომელიც კარვების გაშლას აკრძალავს.

ადგილზე ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები, მათ შორის, "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია.

აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება.



ასევე დაგაინტერესებთ: რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე ცუდად გახდა

კადრები რუსთაველის გამზირიდან, სადაც სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა