loader

რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე გამთენიისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე გამთენიისას

პარლამენტის შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კარვების ნაწილი საკუთარი ნებით აიღეს. მათი განცხადებით, კარვების დადგმა ერთგვარი პერფორმანსი იყო, რითაც ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. არასამთავრობოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ პერფორმანსმა დაადასტურა შერჩევითი სამართლის პრაქტიკა, რითაც სამართლებრივი კუთხით საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.

მათი განცხადებით, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს კარვის დადგმის საშუალება მისცეს, ხოლო ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ორი თვეა ამ უფლებას უზღუდავდნენ.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გუშინ, პარლამემტის შენობის წინ 9 კარავი განათავსა, გამთენიისას კი 6 მათგანი აიღეს, სამი კი აქციის მონაწილეებს, მათი თხოვნის საფუძველზე გადასცეს. ამ დროისათვის პარლამენტის შენობის წინ, 16 კარავია განთავსებული. რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სოლიდარობის მიზნით ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. ღამემ ექსესების გარეშე ჩაიარა. აქციის ოფიციალური ნაწილი კი დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.