loader

"მუქარის ობიექტი მეც გავხდი, მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით" - სალომე ზურაბიშვილის შემდეგ განცხადება ნინო ლომჯარიამაც გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მუქარის ობიექტი მეც გავხდი, მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით" - სალომე ზურაბიშვილის შემდეგ განცხადება ნინო ლომჯარიამაც გააკეთა

რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი, მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით; მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.

ლომჯარია მუქარის შემცველ კონკრეტულ წერილებსაც ასაჯაროებს. მისი თქმით, ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.


ასევე დაგაინტერესებთ: "შუბლს გაგიხვრიტავ", "თქვენს სისხლს დავლევ" - სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი