loader

დღის ბოლოდან მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღის ბოლოდან მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება

დღის ბოლოდან მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის მერია აქვეყნებს. მეტეხის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვა 100 ათასი მოწამის ხსენების დღის აღნიშვნას უკავშირდება.

"ასი ათასი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო 12 ნოემბრის 18:00 საათიდან 13 ნოემბრის 00:00 საათამდე მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, ორთაჭალიდან ნიკოლოზ ბარათაშვილისა და კოტე აფხაზის ქუჩებისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ავტობუსები და მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე, შემდეგ ვირსალაძის ქუჩიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროსკენ მობრუნდებიან, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან", – ნათქვამია განცხადებაში.