loader

"მისი აზრები და რჩევები ჩემთვის ძალიან საინტერესოა" - ერთ-ერთი, ვისაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს, ალეკო ელისაშვილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მისი აზრები და რჩევები ჩემთვის ძალიან საინტერესოა" - ერთ-ერთი, ვისაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს, ალეკო ელისაშვილია

ერთ-ერთი პირი, რომელთანაც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ ექსპერტ გია ხუხაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა, ალეკო ელისაშვილია.

როგორც ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ეტაპზე იგი ორიენტირებულია სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნაზე, რომლის პრეზენტაციაც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება, თუმცა, მისი თქმით, გია ხუხაშვილის აზრები მისთვის საინტერესოა და არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ პოლიტიკური ცენტრის საქმიანობაში ჩაერთოს.

ელისაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური აქტივობა მის მიერ შექმნილმა სამოქალაქო ორგანიზაციამაც დაიწყოს.

აუცილებლად შეიქმნება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და მე ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა.