loader

"კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც მოწინააღმდეგეებს" - ხაბეიშვილის მიერ კალაძისთვის "ინტერის" მაისურის გადაცემას საკრებულოში ხმაური მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც მოწინააღმდეგეებს" - ხაბეიშვილის მიერ კალაძისთვის "ინტერის" მაისურის გადაცემას საკრებულოში ხმაური მოჰყვა

თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილსა და "ქართული ოცნების" წევრს, ილია ჯიშკარიანს შორის შეკამათება მოხდა. დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს დედაქალაქის მერისთვის საფეხბურთო კლუბ მილანის "ინტერის" მაისური გადასცა.

"ხალხის წინააღმდეგ არის დედაქალაქის მერი და მინდა მას ვუთხრა: ეს არის მილანის "ინტერის" ფორმა. "მილანი" და "ინტერი" დაპირისპირებულები არიან. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს, თუ არადა, აქ დავტოვებ. მილანის "ინტერის" ფეხბურთელები არ არიან თბილისელები", - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს.



ავტორი: მირანდა ბაღათურია