loader

როგორია ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "6 წლის გოგონას სახე და მტევნები აქვს დამწვარი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - "6 წლის გოგონას სახე და მტევნები აქვს დამწვარი"

ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. განსაკუთრებით მძიმე 44 წლის მამაკაცისა და 24 წლის ქალის მდგომარეობაა - მათ სხეულის დაახლოებით 60 პროცენტი აქვთ დამწვარი. შედარებით მსუბუქია 6 წლის გოგონას მდგომარეობა. მას სხეულის 12 პროცენტი აქვს დაზიანებული. პაციენტების გაწერაზე დამწვრობის ცენტრში პროგნოზი ჯერჯერობით არ კეთდება. აფეთქება ზემო ფონიჭალაში გუშინ მოხდა. ერთადერთი ვერსია, რაც ამ დრომდე მომხდარის მიზეზად განიხილება, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარი აფეთქებაა. უბედურ შემთხვევას დედა-შვილი ემსხვერპლა.

"ბაბუას აღენიშნება 65% სხეულის თერმული დამწვრობა, შვილს - 55. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ბავშვთან, 6 წლის გოგონასთან. მას აქვს მხოლოდ სახე და მტევნები დამწვარი. მათი მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვთ მიღებული" -დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.



ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის ქალი, რომელიც ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ჩვილთან ერთად ემსხვერპლა

ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი 7-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

"გამიშვით, ჩემი შვილი..." - მძიმე კადრები ფონიჭალიდან, სადაც დაკარგული დედისა და 9 თვის ჩვილის ოჯახის წევრები შენობაში შესვლას ცდილობენ