loader

"მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს" - პენიტენციური სამსახურის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს" - პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ემილ ხოფერიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია.

თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა. დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.