loader

კადრები გორიდან, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის სამძებრო ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები გორიდან, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის სამძებრო ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკველობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გორში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა და შესაბამისად, გუშინ საღამოს აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა.

წუხელ მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცხედრის აღმოჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

პოლიციის ოპერატიული ლენტით ტერიტორია დღესაც შემოსაზღვრულია.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბავშვის მშობლები და ნათესავები.



ავტორი: ია თინიკაშვილი