12 მოტეხილი ნეკნით მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაშავდა. 12 მოტეხილი ნეკნით ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გვიან ღამით, ყვარელთან მოხდა.