loader

ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი საახალწლო ნაძვის ხის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი საახალწლო ნაძვის ხის ადგილმდებარეობის შესაძლო შეცვლაზე

თბილისის მერიამ ნაძვის ხის განთავსების ადგილი შესაძლოა, შეცვალოს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საახალწლოდ ნაძვის ხე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, სადაც შვილმოკლული მამები საპროტესტო აქციებს მართავენ, შესაძლოა, ევროპის ან რესპუბლიკის მოედანზე დაიდგას.
ამ თემაზე ზაზა სარალიძემ პირველი კომენტარი Palitravideo.ge-სთან გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ზაზა სარალიძემ თბილისის მერიისგან წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მას 7 ნოემბრიდან უნდა გაეთავისუფლებინა პარლამენტის წინ დაკავებული ტერიტორია, რათა იქ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დადგმულიყო.