loader

"ამოუცნობი ფენომენია, რა უნდა ამ კაცს, ვერავინ ვერ გაიგო" - კახა კალაძე ზაზა ოქუაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამოუცნობი ფენომენია, რა უნდა ამ კაცს, ვერავინ ვერ გაიგო" - კახა კალაძე ზაზა ოქუაშვილზე

ყველასთვის გაუგებარია, ზოგადად, რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"ზაზა ოქუაშვილი ამოუცნობი ფენომენია. ჯერ აუდიოჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა. სამომავლოდ, ალბათ, ანიმაციებზე გადავა. უბრალოდ, გაუგებარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ზაზა ოქუაშვილს. ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. როგორც ირკვევა, დავალიანება 6 მილიონი ჰქონდა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა, დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც ნიკა გვარამიამ გაიგო და ვერც ეკა კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია, ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი "იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვდა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომლებიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.