loader

დავით სერგეენკო ფარულ ჩანაწერს ეხმიანება, რომელშიც სავარაუდოდ, სააკაშვილი და ვაშაძე დესტაბილიზაციას გეგმავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით სერგეენკო ფარულ ჩანაწერს ეხმიანება, რომელშიც სავარაუდოდ, სააკაშვილი და ვაშაძე დესტაბილიზაციას გეგმავენ

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გუშინ უკრაინული საიტის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება და მას "მძიმე მოსასმენს" უწოდებს.
"მართალი გითხრათ, ბოლო პერიოდში იმდენი ჩანაწერი მოვისმინე მედიაში, ამა თუ იმ არხზე, რომ უკვე მიჭირს რეაგირება. როდესაც ვნახე ამ ჩანაწერების შესახებ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რომ ადამიანები ისევ საუბრობენ და გეგმავენ იმას, რომ ისევ არეულობა, სისხლისღვრა და რევოლუცია იყოს. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს, თუმცა მჯერა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური იქნება და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს არეულობას", - ამბობს დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს უკრაინულ საიტზე zdes.com.ua გავრცელდა ფარული ჩანაწერი სახელწოდებით "სააკაშვილის ახალი რევოლუცია".