loader

დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბათუმის სამორინეში ერთი ქალის მკვლელობასა და ერთი ქალის დაჭრაშია ბრალდებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბათუმის სამორინეში ერთი ქალის მკვლელობასა და ერთი ქალის დაჭრაშია ბრალდებული

ბათუმში, ერთ-ერთ სამორინეში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბათუმში, წუხელ, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

თვითმხილველების თქმით, ქალბატონებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.