loader

კადრები სამორინე "პრინცესადან", სადაც წუხელ მკვლელობა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სამორინე "პრინცესადან", სადაც წუხელ მკვლელობა მოხდა

ბათუმში, წუხელ, სამორინე "პრინცესაში" ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მომხდარში სავარაუდო დამნაშავე თურქეთის მოქალაქეა, ხოლო გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

თვითმხილველების თქმით, ქალბატონებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.

მომხდართან დაკავშირებით კაზინოში კომენტარი არ გაკეთებულა. ასევე თვითმხილველების განცხადებით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა დააკავეს.